,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016350
17
27/04/2018
ვებგვერდი, 02/05/2018
010260020.35.110.016350
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2018 წლის 27 აპრილი

აბაშა

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016302) შეტანილ იქნეს ცვლილება  კერძოდ:

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის,  სამსახურის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და საჯარო მოხელეებისაგან

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სოციალური დაცვის განყოფილება;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, მერის დავალებით ახორციელებს, ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის უფროსის მოადგილეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.  სამსახურის უფროსის მოადგილე მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს; სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა  და   მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის  დებულებით,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის  შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი