,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016348
15
27/04/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
010260020.35.110.016348
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018 წლის 27 აპრილი

აბაშა


 

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016299) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლიმე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) შიდა აუდიტის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;

ე) ეკონომიკის სამსახური;

ვ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეკონომიკის  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავება, დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა და მართვა, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირება, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13.  სამსახურის  უფროსის მოადგილე და სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის უფროსის მოადგილეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.  სამსახურის უფროსის მოადგილე მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში  ასრულებს სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს;

3. სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ)  უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე; სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  – სამსახურის უფროსის მოადგილე; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის განყოფილების უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი