„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016552
1-1/209
26/04/2018
ვებგვერდი, 27/04/2018
040030000.22.024.016552
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/209

2018 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.“.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტი;

ბ) მომსახურების ცენტრი;

გ) ექსპორტის განვითარების დეპარტამენტი;

დ) ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტი;

ე) კვლევის და განვითარების დეპარტამენტი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

თ) ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტი;

ი) ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი.“.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. კვლევის და განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა არსებული ბაზრების პირველადი ანალიზისა და ბაზრის სექტორული კვლევის მიმართულებით;

ბ) მეწარმეობასა და ექსპორტის განვითარებასთან, აგრეთვე ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა;

გ) სამეწარმეო სფეროსთან დაკავშირებული კვლევების მომზადება;

დ) თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში პრიორიტეტული პროდუქტების გამოვლენა;

ე) სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა კვლევითი საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის გაზიარების მიზნით;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კვლევითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად;

ზ) საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება;

თ) მეწარმეობის განვითარებისათვის კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებების ინიცირების მიზნით;

ი) ახალი პროექტების შემუშავების მიზნით კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) სააგენტოს პროექტების/პროგრამების შესახებ მიმდინარე ანგარიშგებების მომზადება;

ლ) მიმდინარე პროექტის/პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით გაუმჯობესების გზების შემუშავება და დანერგვა;

მ) პროგრამების შეფასების კრიტერიუმების/ინდიკატორების შემუშავება და მონიტორინგი;

ნ) ახალი პროდუქტების/პროექტების შექმნის მიზნით, სააგენტოს შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;

ო) სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული განსაკუთრებული საკითხების თაობაზე მონაცემთა შეგროვება და ანალიზი.

4. ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი