დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020030.35.134.016264 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 190020030.35.134.016185, 17/12/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის გეგმის ცვლილების ცნობა, თანახმად დანართი №2-ისა.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1): ა) მე-2 მუხლი მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება განხორციელდეს ქედის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერის) ბრძანების შესაბამისად. 3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.“; ბ) მე-3 მუხლი მე-3, მე-4, მე-5, და მე-6პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებების გადანაწილებაზე მერის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და მერის ბრძანების პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. 5. მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (რაც ფორმდება მერის ბრძანებით), საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. მერის მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული „დანართი №2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ქვეპროგრამისა და პროგრამული კოდი)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბათილად იქნეს ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან „ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აპრილის №12 ( ვებგვერდი, 12/04/2018, სარეგისტრაციო კოდი:190020030.35.134.016256) დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები