,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016257
13
27/04/2018
ვებგვერდი, 02/05/2018
010250050.35.134.016257
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 27 აპრილი

დაბა ქედა

 

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 მაისის №6 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11.05.2016წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016193)  დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილება:
1. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
2. რეგლამენტის მე-13  მუხლის პირველ პუნქტს  ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;“.
3. რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) კომისია კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის. კომისიის მიერ კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრამდე კომისიის სხდომას უძღვება კომისიის უხუცესი წევრი.“.
4. რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ (როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა) ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.“.
 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე