„2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017514
55/ნ
30/04/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
430110000.22.022.017514
„2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №55/ნ

2018 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.017388) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესის და პირობების“:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამული დაფინანსების გაცემა

1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

2. გადარიცხვის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით, ყოველსემესტრულად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სტუდენტთა რაოდენობის შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით გადასარიცხი თანხის ოდენობის მითითებით.

3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ამ წესის შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

ა) შესაბამისი დაფინანსების უფლების მქონედ განსაზღვრული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, მოქალაქეობა,  სტუდენტის სტატუსი, პროგრამული დაფინანსების გაცემის სამართლებრივი საფუძვლები (შესაბამისი სამართლებრივი აქტის/აქტების რეკვიზიტები), ამ პროგრამისთვის განსაზღვრული (სამინისტროსთან შეთანხმებული) ადგილების რაოდენობა, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) და სტუდენტის სწავლის საფასური პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით არსებული ინფორმაციის შესაბამისად;

ბ) აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, გრანტის მოპოვების/გაუმჯობესების წელი და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური – სსიპ   შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ მიწოდებული აბსოლუტური ქულებით  რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება – სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად;

დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტისა მფლობელ სტუდენტზე გრანტის გადარიცხვის ჯერადობა, თითოეული გადარიცხვის შესაბამისად გადარიცხული თანხის ოდენობა, გრანტის დაკარგვის/გრანტის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ზედამხედველი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაურიცხოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსება არაუმეტეს ერთი სემესტრისთვის. ამ შემთხვევაში, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს  პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი სხვა დაფინანსებიდან (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტები, პროგრამული დაფინანსება).

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) არაუგვიანეს პირველ ნოემბრამდე (შემოდგომის სემესტრში)/პირველ აპრილამდე (გაზაფხულის სემესტრში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული და სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესითა და მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების შესახებ ინფორმაცია;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ ასახული სტუდენტების სიის გადამოწმების შედეგად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შესაბამის სტუდენტთა გათვალისწინება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობაში.“;

3. მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:

„მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ  2018 პირველი აპრილის მდგომარეობით განსახორციელებელი პროგრამული დაფინანსებების გაანგარიშება უზრუნველყოს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს 2013 წლიდან 2017 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით, პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების  დაფინანსების ფარგლებში არსებული ინფორმაციის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის გადაცემას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი