დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის წევრთა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1701 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 04/11/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის წევრთა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს პარლამენტს 2002 წლის ოქტომბრის ბოლომდე:
ა) წარუდგინოს ინფორმაცია იმ პარლამენტართა შესახებ, რომლებზედაც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ მტკიცებულებები, რომ ისინი წარსულში ახორციელებდნენ ან ამჟამად ახორციელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს, და მათ მიმართ მიიღოს ადეკვატური ზომები;
ბ) მოახსენოს იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც დანაშაულის ჩამდენ პარლამენტართა მიმართ არ იქნა მიღებული ადეკვატური ზომები.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2002 წლის 25 ოქტომბერი.
№1701–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები