„2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 მაისის №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 57/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017516
57/ნ
30/04/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
430110000.22.022.017516
„2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 მაისის №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №57/ნ

2018 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 მაისის №43/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 მაისის №43/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2015, ს/კ: 430110000.22.022.016949) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:

1. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მობილობის/შიდა მობილობისა და სტუდენტთა სტატუსის აღდგენის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდეგში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით/შიდა მობილობით გადასულ პირთა, ასევე აღდგენილი სტუდენტის სტატუსის მქონე პირთა სახელობითი სია.“;

2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი და 11 პუნქტებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

11. უნივერსიტეტის დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ზედამხედველი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია უნივერსიტეტს გადაურიცხოს ამ ბრძანების დანართი 2-ის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის შესაბამისი პროგრამული დაფინანსება არაუმეტეს ერთი სემესტრისთვის. ამ შემთხვევაში, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს  პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი უნივერსიტეტისათვის გადასარიცხი სხვა დაფინანსებიდან (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტები, პროგრამული დაფინანსება).“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 შინაარსის პუნქტები:

„12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით, ყოველსემესტრულად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სტუდენტთა რაოდენობის შესახებ უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების და უნივერსიტეტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით გადასარიცხი თანხის ოდენობის მითითებით.

13. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უნივერსიტეტებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ამ წესის შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე: შესაბამისი დაფინანსების უფლების მქონედ განსაზღვრული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, მოქალაქეობა,  სტუდენტის სტატუსი, პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი (შესაბამისი სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები), სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სახელწოდება, ამ  უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, ამ პროგრამისთვის განსაზღვრული ადგილების ოდენობა, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული), გააჩნია თუ არა უნივერსიტეტს ამ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის, მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება და სტუდენტის სწავლის საფასური პირველი ნოემბრისა და პირველი აპრილისთვის რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უნივერსიტეტების მიხედვით არსებული ინფორმაციის შესაბამისად.“;

4. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

1. ამ დანართის მე-7 მუხლის საფუძველზე გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ  2018 პირველი აპრილის მდგომარეობით განსახორციელებელი პროგრამული დაფინანსებების გაანგარიშება უზრუნველყოს  უნივერსიტეტების მიერ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

3. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს  პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების  დაფინანსების ფარგლებში არსებული ინფორმაციის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის გადაცემას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი