,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016580
33
26/04/2018
ვებგვერდი, 26/04/2018
120340000.22.026.016580
,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №33

2018 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე, თუ:

დ.ა) ჩადენილია სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ან სექსუალური შევიწროება;

დ.ბ) სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა სავარაუდოდ განპირობებულია გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია დისციპლინურ ოქმში მიუთითოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რომლებიც მას აძლევს ობიექტური ვარაუდის საფუძველს, რომ დისციპლინური გადაცდომა შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს.“.

2. №5 დანართის მე-3 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ჩადენილია დისციპლინური გადაცდომა, რომელიც შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს ან ჩადენილია სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ან/და სექსუალური შევიწროება, სადისციპლინო საბჭოს მიერ საქმის განხილვისას ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობას ემატება გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრი, რომლის შერჩევა ხდება  გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის მიერ. ასეთ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე შერჩეული კანდიდატისა და განსახილველი საკითხის შესახებ ინფორმაციას წერილობით აცნობებს სადისციპლინო საბჭოს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია