„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017512
53/ნ
30/04/2018
ვებგვერდი, 30/04/2018
430210000.22.022.017512
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №53/ნ

2018 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016655) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების, ასევე ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარების წესს;“;

ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომელიც ასევე მოიცავს სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს;“;

გ) ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1“ ქვეპუნქტი:

,,ნ1) ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრების შერჩევის კრიტერიუმებსა და  წესს;“;

დ) ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ტ) ადგენს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების პირობებს.“.

3. მე-20 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულთან ერთად შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;“.

4. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 231 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

,,ზ1) ფაკულტეტთან ერთად შეიმუშაოს სადისერტაციო საბჭოს დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინოს აკადემიურ საბჭოს;“.

6. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 32. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აკადემიური წოდებები

1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის დაცვით.

2. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, უნივერსიტეტის ან/და მეცნიერების ან/და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.

3. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ხოლო ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას – ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობა.

5. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების პირობები, განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.

6. ემერიტუსის წოდების მქონე პირს შესაძლებელია მიეცეს ანაზღაურება.”.

7. 41-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 411 მუხლი:   

,,მუხლი 411. ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისთვის აღიარება

1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის.

2. აღიარებას შეიძლება დაექვემდებაროს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზეც ჩარიცხვა და სწავლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კრედიტების აღიარების მიზნით უნივერსიტეტი ადგენს სტუდენტის მიერ უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.

4. კრედიტების აღიარება ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.”.

8. 43-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 431 მუხლი:   

,,მუხლი 431. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო

1. უნივერსიტეტში მოქმედებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.

2. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.

3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

4. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.

6. სადისერტაციო საბჭოში შესაძლებელია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევა.

7. სადისერტაციო საბჭო თითოეული სადისერტაციო თემის დაცვის მიზნით ქმნის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას.

8. სადისერტაციო საბჭოს მიერ სადისერტაციო თემის დაცვის მიზნით შექმნილი სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 7 წევრისაგან.

9. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭოს შესაბამისი სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

10. სადისერტაციო საბჭო იხილავს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დადებით გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია დაამტკიცოს იგი და შესაბამის პირს მიანიჭოს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან უარი თქვას დამტკიცებაზე და შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილებით დაუბრონოს საკითხი სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას დამატებითი განხილვისათვის.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი