უცხო ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების გრანტ-ელემენტის გამოთვლის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

  • Word
უცხო ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების გრანტ-ელემენტის გამოთვლის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1685
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 28/10/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1685
10/10/2002
სსმ, 106, 28/10/2002
000000000.00(0).000.000000
უცხო ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების გრანტ-ელემენტის გამოთვლის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

უცხო ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების გრანტ-ელემენტის გამოთვლის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს უცხო ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების გრანტ-ელემენტის გამოთვლის მეთოდიკა თანდართული რედაქციით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს უცხო ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების გრანტ-ელემენტის გამოთვლა ამ დადგენილებით დამტკიცებული მეთოდიკით.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2002 წლის 10 ოქტომბერი.

№1685Iს

დანართი

უცხო ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების გრანტ-ელემენტის გამოთვლის მეთოდიკა

გრანტ-ელემენტი არის კრედიტის ფინანსური პირობების აგრეგირებული მაჩვენებელი. მისი საშუალებით განისაზღვრება კრედიტის შეღავათიანობის დონე. გრანტ-ელემენტის გამოთვლა ხდება ერთხელ, კრედიტის ფინანსური პირობების დადგენისას.

გრანტ-ელემენტის გამოსათვლელად ხელშეკრულებით განსაზღვრულ კრედიტის ოდენობას (კრედიტის ნომინალური ღირებულება) აკლდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალის მომსახურების (ძირითადი და საპროცენტო) გადასახდელების მიმდინარე (დისკონტირებული) ღირებულება და სხვაობა გამოისახება პროცენტებში კრედიტის ნომინალური ღირებულების მიმართ.

გრანტ-ელემენტის გამოსათვლელად გამოიყენება შემდეგი ფორმულა:

 

 

                                    (1/(1+dp)n.g) - (1/(1+dp)n.m)

GE = [1- r/nxdp [ 1- -------------------------------------]

                                  dp(n.m - n.g)

 

სადაც r არის კრედიტის მომსახურების საპროცენტო განაკვეთი;

m არის სესხის ხანგრძლივობა (დროის მონაკვეთი ვალის აღების მომენტიდან მის სრულ დაფარვამდე);

n არის პერიოდულობა (წლის განმავლობაში ვალის მომსახურების გადახდების ოდენობა);

g არის შეღავათიანი პერიოდი (დროის მონაკვეთი პირველი საპროცენტო გადახდიდან ძირითადი თანხის პირველ გადახდამდე), რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

g = s – 1

      n

 

სადაც S არის დროის მონაკვეთი ვალის აღების მომენტიდან ძირითადი თანხის პირველ გადახდამდე;

dp არის დისკონტირების მაჩვენებელი ერთი პერიოდისათვის, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

      

dp=Ö1+d+m  -1

 

სადაც პერიოდი 1

                  n

არის დროის მონაკვეთი ვალის მომსახურების ორ უახლოეს გადახდას შორის; d არის კრედიტის ვალუტის სადისკონტო განაკვეთი, რომელიც რეგულარულად დგინდება ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ; ხოლო m_მარჟა, რომელიც გამოითვლება შემდეგი ალგორითმით:

თუ m<15 წელზე, მაშინ m=0.0075

თუ 15< m<20 წელზე, მაშინ m=0.0100

თუ 20< m<30 წელზე, მაშინ m=0.0115

თუ m>30 წელზე, მაშინ m=0.0125