დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02/15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 17/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება №02/15
2018 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4) .
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი
|
№ |
ფოტო |
სახელწოდება
|
ადგილმდებარე - ობა |
სახეობა |
თარიღი |
|
1. |
|
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი |
გორის მუნიციპალიტეტი, |
მემორიალური |
1900 წლები |
|
2. |
|
გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, |
არქიტექტურის/ მემორიალური/ ეთნოგრაფიული |
XIX საუკუნის 60-იანი წლები |
|
3. |
|
თხმორისის ეკლესია |
(სასაფლაოზე) |
არქიტექტურის |
XIX საუკუნე |
|
4. |
|
ჭაპალას ციხე |
ბოლნისის მუნიციპალიტეტი,
41.428520 44.630148;
|
არქიტექტურის/ არქეოლოგიური/ საინჟინრო |
XI-XVIII საუკუნეები |
|
5. |
|
ჭაპალას ხიდი |
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, 44.638720°) |
არქიტექტურის/ საინჟინრო |
XVII საუკუნე |
|
6. |
|
ნათლისმცემელი |
კასპის მუნიციპალიტეტი, ნასოფლარი „გველდესი“ |
არქიტექტურის/ არქეოლოგიური |
|
|
7. |
|
„ბნელი ხევის“ ეკლესია ფიტარეთის მონასტრის მახლობლად |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, Y44.3416) |
არქიტექტურის/ არქეოლოგიური |
ეკლესია- VIII-IX სს;
XIII ს;
|
უკან დაბრუნება 






დოკუმენტის კომენტარები