დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1683 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 106, 28/10/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.
2. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების 2003 წელს ასამოქმედებელი შემდეგი მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 47-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, 143-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი და 158-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტი;
ბ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილი და 235-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი;
გ) „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
ე) „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №134 ბრძანებულება.
3. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან ერთად 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2003-2010 წლებისათვის.
4. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია „1987 წლის შემდგომ პერიოდში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა გადაჭრის სახელმწიფო პროგრამისა და მისი რეალიზაციის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №67 ბრძანებულების და „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №134 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, აგრეთვე 2003-2005 წლებში ჩასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა.
5. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2002 წლის ბოლომდე უზრუნველყოს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა სრულად დაფინანსება და ამ ხარჯების ფარგლებში გაწეული ეკონომიით გამოთავისუფლებული თანხები მიზნობრივად მოახმაროს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციის, განსახლების, ადაპტაცია-ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გადაუდებელ ღონისძიებებს.
6. დაევალოს მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2003 წლის მაისში წარუდგინოს ინფორმაცია „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2002 წლის 10 ოქტომბერი.
№1683–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები