დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016304 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №81 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 09/03/2018წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016290) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი 1 კვ.მ-ზე განისაზღვრება: ა) ქალაქ საჩხერის ტერიტორიაზე – 50 ლარი; ბ) საჩხერის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 30 ლარი.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები