დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016406 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 05/05/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016268) დამტკიცებულ დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის „ც“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) უფლებამოსილი ორგანო – ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი;“; ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან მერიის მიერ, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად.“; გ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს ან შესაბამის მერიას უფლება აქვს, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.“; დ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალური ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და უფლებამოსილი ორგანოს, ასევე მერიის მიერ.“; ე) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხეების გადარგვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს ან მერიის მიერ წინასწარგანსაზღვრულ ტერიტორიაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები