„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 280080020.35.108.016402
38
23/04/2018
ვებგვერდი, 26/04/2018
280080020.35.108.016402
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2018 წლის 23 აპრილი

ქ. სენაკი

 

,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს  ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრის უზრუნველყოფის  წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  27 თებერვლის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 01/03/2017; სარეგისტრაციო კოდი 280080020.35.108.016295)  შეტანილ  იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის განხორციელების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დასკვნას:

ა)  უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირის უსახლკაროდ  რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე, კომისიის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის დასკვნის საფუძველზე, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა.“;

ე) დადგენილებით დადმტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის დასკვნის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირს უწყდება თავშესაფარი ფართით სარგებლობის  უფლება ან/ და კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამსახურის გადაწყვეტილებით, უწყდება უსახლკაროდ რეგისტრაცია, თუ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თავშესაფარი ფართით სარგებლობის პირობები და წესი დგინდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფარი ფართით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი