დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 250020000.35.108.016401 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 11/12/2015; სარეგისტრაციო კოდი: 250020000.35.108.016245) დამტკიცებულ დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული აუქციონი, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სარეკლამო საშუალების მფლობელს უფლება აქვს, სანებართვო პირობების შესაბამისად თავისი უფლებები და მოვალეობები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი თანხმობით გადასცეს მესამე პირს. ამასთან, აუცილებელია მესამე პირმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი წინადადება აუქციონში გამარჯვებული პირის ვალდებულებების სათანადოდ შესრულების თაობაზე. უფლებამოსილების გადაცემა არ განიხილება სანებართვო პირობების შეცვლის საფუძვლად.“; გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებების განსათავსებელი უძრავი ობიექტების და სარეკლამო საშუალებების ნუსხა განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილი, გაბარიტული ზომებისა და ფორმების მითითებით), რომელიც მტკიცდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მერიის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე. გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორციელდეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.“; დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.“; ე) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარე რეკლამის განთავების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი.“; ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.“; ზ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.“; თ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ნებართვის გაცემის ფასის სრულად და დროულად გადახდაზე კონტროლის განხორციელება ეკისრება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურს.“; ი) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებართვის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და სარეკლამო საშუალების განმათავსებელი პირი შესაძლებელია წერილობით შეთანხმდნენ შესაბამისი სარეკლამო საშუალების (საშუალებების) სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კონკრეტული შემთხვევა დარეგულირებული უნდა იქნეს ხელშეკრულებით.“; კ) მე-10 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ლ) მე-11 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას.“; მ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:“; ნ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას წერილის სახით იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება (წერილის ასლი) ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.“; ო) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სენაკის მუნიციპალიტეტის მერია“. პ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობაში ნებართვის გამცემი პირის ხელმოწერა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები