დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016400 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 20/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: საკრებულოში – საკრებულოს აპარატი, მერიაში – ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – შესაბამისი სამსახურები).“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის მერს/საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შეიცავენ ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელობის პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტებს წინასწარი განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის კანცელარია გადასცემს შემსრულებლებს.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერი/საკრებულოს თავმჯდომარე შემოსულ დოკუმენტებზე რეზოლუციის სახით დავალებებს აძლევეს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები