დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016399 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა დასამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 20/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016180, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქმისწარმოების წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №44 დადგენილებით და ამ ტაბელით.“. ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანება;“. გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის) სამუშაო გეგმები;“. დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში;“. ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა;“. ვ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები – საკრებულოს განკარგულება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება და მერის, მერიის თანამდებობის პირთა – ბრძანება წარმოადგენს კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) შესასრულებლად სავალდებულო აქტებს, რომლებიც აწესებენ, ცვლიან, წყვეტენ ან ადასტურებენ პირთა შეზღუდული წრის უფლება-მოვალეობებს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) საქართველოს კანონმდებლობის ან საკრებულოს დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.“. ზ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილებების შეტანის სამართლებრივი საფუძვლები მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის წესები და პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით და ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის № 44 დადგენილებით.“. თ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერისა და მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტებია: ა) მუნიციპალიტეტის გერბი; ბ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად საკრებულოს განკარგულებას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ან მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანებას); გ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სათაური; დ) აქტის მიღების ადგილი და თარიღი; ე) საკრებულოს ან შესაბამისად მერიის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები; ვ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული; ზ) აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება; თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის – საკრებულოს თავმჯდომარის ან შესაბამისად მერის, მერიის თანამდებობის პირთა (შესაბამისად, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის) ხელმოწერა; ი) საკრებულოს აპარატის ან შესაბამისად მერიის აპარატის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; კ) საკრებულოს ან შესაბამისად მერიის ბეჭედი. ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას. მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების პროექტის, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების და შესაბამისად მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი - ,,პროექტი“, საკრებულოს ან შესაბამისად მერიის აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა: ა) მუნიციპალიტეტის გერბისა; ბ) საკრებულოს ბეჭდისა; გ) აქტის სარეგისტაციო ნომრისა.“. ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირთა, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, ბრძანების ბლანკები 1. მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. საკრებულოს გაკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო მერის ბრძანების ბლანკი მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის (შესაბამისად, მერიის აპარატის) უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები: ა) მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი (დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილას, გერბის ზემოთ რაიმე სიმბოლოს დატანა დაუშვებელია); ბ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი სენაკი“ (დაიტანება გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე); გ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელიწადი თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი; დ) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს საკრებულოს (შესაბამისად – მერიის) მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე); ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №“ (შესაბამისად - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება №“ ან ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №“) წარწერა დაიტანება ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილას. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების დადგენილი ფორმის ნიმუში მოცემულია ამ ტაბელის №2 დანართში.“. ი) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ,,მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის ბრძანების, მერიის თანამდებობის პირთა ტექსტების სტანდარტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების ტექსტი, როგორც წესი, შედგება პრეამბულის, საკონსტატაციო ნაწილისა და სარეზოლუციო ნაწილისაგან. 2. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ან საკრებულოს დადგენილების ის ნორმა (კანონის ან შესაბამისად – საკრებულოს დადგენილების სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის მიღება (გამოცემა). 3. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საკონსტატაციო ნაწილში მიეთითება შესაბამისი ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას გამოკვლეული საქმის გარემოებები და მიღებული დისკრეციული გადაწყვეტილებების დასაბუთება (ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას). აქტი შეიძლება არ შეიცავდეს საკონსტატაციო ნაწილს, თუ: ა) აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და იგი არ ზღუდავს მესამე პირის უფლებებს: ბ) აქტის მიღებით (გამოცემით) დაინტერესებულ პირთათვის უკვე ცნობილია აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: გ) კანონი ითვალისწინებს აქტის დასაბუთების გარეშე მიღების (გამოცემის) შესაძლებლობას; დ) აქტის მიღება (გამოცემა) გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში აქტის წერილობითი დასაბუთება ხდება აქტის გამოცემის შემდგომ არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში. 4. აქტის სარეზოლუციო ნაწილში მოცემული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები). თუ აქტი ითვალისწინებს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თითოეული მათგანი ფორმდება ცალკე პუნქტის სახით. პუნქტები უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, მიღებული გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებების) შემდგომ პუნქტად მიეთითება აქტის მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული (გამოცემული). 5. აქტის სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, დასკვნით (უკანასკნელ) პუნქტად მიეთითება აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (ორგანოს სრული დასახელება და მისამართი), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;“. კ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამუშაოთა აღწერილობა არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების საფუძველზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა (გარდა თანამდებობის პირებისა) და საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი საქმიანობისას შესასრულებელი ფუნქციები.“. ლ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამუშაოთა აღწერილობა მზადდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ და მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით. მ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მერიის, მერიის სტურქტურული ერთეულისა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო გეგმების შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტითა და მერიის დებულებით. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო გეგმების დამტკიცება შესაბამისად ფორმდება საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა არის ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები. 4. მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია საკრებულოს და მერის ის სამართლებრივი აქტები, რომლებითაც განისაზღვრება მერიის სამუშაო გეგმა. 5. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიმუშავებს ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს. სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმას შესაბამისი საგეგმო პერიოდის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით მასში ცვლილებები შეაქვს სტრუქტურული ერთეულის ზემდგომ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. 6. სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საგეგმო პერიოდი. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები; ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (მერის ან საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიხედვით კონკრეტული დავალების დასახელება); გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა; დ) დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი; ე) თუ სამუშაოს შესრულება გულისხმობს საფინანსო სახსრების მიღება-გამოყენებას – შესაბამისი სახსრების მოცულობა.“. ნ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში 1. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტითა და მერიის დებულებით. 2. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში უნდა გაფორმდეს მერის ბრძანების სახით.“. ო) 25-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმარელობის ორგანოს მერიის სტრუქტურული ერთეულის, საკრებულოს აპარატის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების) ანგარიში“. პ) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის მოხელის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც ანგარიშვალდებული მოხელე ზემდგომი ან მაკონტროლებელი თანამდებობის პირის წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან, სამუშაოთა აღწერილობასთან, თანამდებობრივ ინსტრუქციასთან, ყოველთვიურ სამუშაო გეგმასა და მიღებულ დავალებასთან.“. ჟ) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა 1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა არის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული საინფორმაციო დოკუმენტი, რომელშიც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას დასტურდება გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ან საქმისგარემოება. ცნობად მიიჩნევა აგრეთვე პასუხი განცხადებაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. 2. ცნობა შედგება შესავალისა და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება, ვის და რა მიზნით ეძლევა ცნობა, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში ამომწურავად უნდა იქნეს მოყვანილი ცნობით დადასტურებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ან საქმის ფაქტობრივი გარემოება.“. რ) 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქმისწარმოების დოკუმენტებზე ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტების დატანის წესი განისაზღვრება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციით“. ს) მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ვიზების მიცემაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და შტამპების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და „მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების“ ინსტრუქციით“.“. ტ) 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დამტკიცების გრიფის გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და შტამპების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და „მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.“. უ) 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) „მუხლი 45. რეკვიზიტი „ბეჭედი“ 1. რეკვიზიტი „ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე: ა) სამართლებრივ აქტებზე; ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე); გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე; დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე; ე) ოქმებზე; ვ) ცნობებზე. 2. საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბეჭედი; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბეჭედი; დ) მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედი; ე) მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ბეჭედი; ვ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბეჭედი. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედზე ამოიტვიფრება: ა) მუნიციპალიტეტის გერბი; ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო“; გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბეჭედზე ამოიტვიფრება: ა) მუნიციპალიტეტის გერბი; ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე“; გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი. 41. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბეჭედზე ამოიტვიფრება: ა) მუნიციპალიტეტის გერბი; ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი“; გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი. 5. მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება: ა) მუნიციპალიტეტის გერბი; ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,(...) მუნიციპალიტეტის მერი“; გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი. 51. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ბეჭედზე ამოიტვიფრება: ა) მუნიციპალიტეტის გერბი; ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის (...) სამსახური“; გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი. 6. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ბეჭედზე ამოიტვიფრება: ა) მუნიციპალიტეტის გერბი; ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,(...) მუნიციპალიტეტის (...) ადმინისტრაციულ ერთეულში (თემში, სოფელში, დაბაში) მერის წარმომადგენელი“; გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი. 7. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით. 8. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი. 9. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა.“. ფ) 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, მერის, მერიის სამსახურების და მერის წარმომადგენლის ბეჭდებზე.“. ქ) 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დოკუმენტის ადრესატის (საკრებულო, მერია) დასახელება;“. ღ) 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაიტანება 3X4 ზომის შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი - საკრებულოს აპარატის ან მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა ,,საიდუმლოდ“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები