დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 11/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016070 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03.08.2015წ., სარეგისტრაციო კოდი - 130000000.63.075.016004) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1 და ღ2“ ქვეპუნქტები:
„ღ1) ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; ღ2) საარქივო საქმიანობა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი საარქივო დოკუმენტის შენახვის უზრუნველყოფა;“. |
2.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იურიდიული მთავარი სამმართველო;“. |
3.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და არქივის სამმართველო.“. |
4.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. იურიდიული მთავარი სამმართველოს კომპეტენცია იურიდიული მთავარი სამმართველო: ა) კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე უზრუნველყოფს სათანადო დასკვნების მომზადებას; ბ) სამსახურის ამოცანებთან დაკავშირებულ საკითხებზე უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას და სამსახურის დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას; გ) სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სამსახურის ხელმძღვანელობისათვის მათ წარდგენამდე უზრუნველყოფს სავალდებულო დასკვნების მომზადებას; დ) შეიმუშავებს სამართლებრივი ხასიათის საცნობარო მასალებს; ე) წარმოადგენს სამსახურის ინტერესებს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო ორგანიზაციებში; ვ) სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ან სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს სამსახურის ინტერესებს სასამართლოში; ზ) თავისი ამოცანების შესასრულებლად ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; თ) უზრუნველყოფს სამსახურში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვასა და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას; ი) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას და პროაქტიულად გამოქვეყნებას; კ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზს, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; ლ) ახორციელებს მისთვის მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
5.
მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:
„მუხლი 15. ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და არქივის სამმართველოს კომპეტენცია ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და არქივის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს ოპერატიული აღრიცხვის წარმოებას; ბ) ახორციელებს საარქივო საქმიანობას, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი საარქივო დოკუმენტის შენახვის უზრუნველყოფას; გ) კონტროლს უწევს საარქივო მასალების მოძრაობას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს მათთვის საჭირო ინფორმაციას; ე) ახორციელებს მისთვის მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებსა და სამსახურის უფროსის ბრძანებით დაკისრებულ მოვალეობებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები