“დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016342
20
20/04/2018
ვებგვერდი, 25/04/2018
010250050.35.152.016342
“დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2018 წლის 20 აპრილი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება “დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.152.016336), კერძოდ:

1. დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საგარანტიო წერილი გაიცემა იმ პირობით, რომ სამედიცინო დაწესებულება ბენეფიციარის მომსახურების გაწევას დაიწყებს დოკუმენტის შედგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო წერილში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება.“ю

3. დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული მე-13 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ხანძრისა და სტიქიის  შედეგად  უსახლკაროდ  დარჩენილი  ოჯახების  დახმარება

1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ), ასევე, სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 1 000 (ერთი ათასი) ლარამდე ან შესაბამისი ღირებულების სამშენებლო მასალით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში (საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას), კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა, მაგრამ არაუმეტეს  3 000  (სამი ათასი) ლარისა ან შესაბამისი ღირებულების სამშენებლო მასალა.

3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;

გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში  შექმნილი კომისიის დასკვნა;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ შედგენილი აქტი;

ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი