„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016375
22
20/04/2018
ვებგვერდი, 25/04/2018
190040000.35.149.016375
„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №22

2018 წლის 20 აპრილი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2017; 190040000.35.149.016350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის, 1-ლი პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაავადებების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა)  ეპილეფსიით  დაავადებული პაციენტები;

ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები (გარდა  0-დან 100 001- მდე სარეიტინგო  ქულის მქონე პაციენტებისა);

გ)  პარკინსონით დაავადებული პაციენტები;

დ)  გლაუკომით   დაავადებული პაციენტები;

ე)   გულის  უკმარისობით (III- IV სტადია)  დაავადებული პაციენტები;

- ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისათვის განკუთვნილ ნორმას.“;

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. დედ-მამით ობოლი ბავშვების, ასევე დედით  ან მამით ობოლი და მამისგან ან/და დედისგან  მიტოვებული ბავშვების  დახმარება

1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და  მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვს ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით.

2. ბენეფიციარის მეურვემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)   განმცხადებლის პირადობის მოწმობა;

გ)  დაბადების მოწმობა და არასრულწლოვნის რეგისტრაციის  ბარათი (ან პირადობის მოწმობა);

დ)  მშობლების გარდაცვალების მოწმობა;

ე)  ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;

ვ)  მშობლისგან მიტოვების  შემთხვევაში, შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება და   მშობლის გარდაცვალების მოწმობა;

ზ)  მშობლისგან მიტოვების  შემთხვევაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ბენეფიციარის ოჯახური მდგომარეობის  შესახებ;

თ) მეურვის საბანკო ანგარიში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მეურვე მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.";

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

დ) ცნობა ან/და ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებიდან მასზე  სახელმწიფო დაფინანსების  არარსებობის შესახებ;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით დაფინანსების შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე