დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1714 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 03/12/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ
ქ. თბილისში შექმნილია უმძიმესი, კრიზისული მდგომარეობა ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. „თბილგაზს“ მრავალმილიონიანი დავალიანება (100 მლნ ლარზე მეტი) აქვს. სისტემა ფუნქციონირებს 60-70%-იანი კომერციული დანაკარგებით. ეს და სხვა, გარე ფაქტორები არ იძლევა თბილისის ბუნებრივი აირით უწყვეტად მომარეგების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს 2002 წლის 1 დეკემბრამდე წარუდგინოს ქ. თბილისის და საქართველოს სხვა რეგიონების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის გრძელვადიანი პროგრამა (ღონისძიებების გეგმა მათი განხორციელების სავარაუდო თარიღების მითითებით, პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოების გათვალისწინებით).
2. „თბილგაზში“ არსებული მენეჯმენტის სისუსტის გათვალისწინებით, კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი გადავიდეს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
3. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 6 ნოემბერი.
№1714–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები