„დუშეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016343
21
20/04/2018
ვებგვერდი, 25/04/2018
010250050.35.152.016343
„დუშეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2018 წლის 20 აპრილი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.152.016274), კერძოდ:

 1. დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აუქციონატორი – დაწესებულების ხელმძღვანელი, ან/და მერის ბრძანებით უფლებამოსილი სხვა პირი;“.

2. დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამფუძნებელი – დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანვე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი