დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „გორგოტას“ განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს"გორგოტა" |
| მიღების თარიღი | 19/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
|
სააქციო საზოგადოება „გორგოტას“ სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ 2018 წლის 27 მაისს, დღის 13 საათზე, მისამართზე: ავჭალა, გ. ხანძთელის 4, გაიმართება სს „გორგოტას“ აქციონერთა №32 საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2017 სამეურნეო წლის შედეგების განხილვა-დამტკიცება. 1.1. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება. 1.2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანგარიშის დამტკიცება. 1.3. 01.01.2018 წლის მდგომარეობით წარმოების განკარგულებაში დარჩენილი სარეზერვო ფონდის ნაშთის გამოყენების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წინადადების განხილვა-დამტკიცება. 2. დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა 2018 წლისთვის. 3. სააქციო საზოგადოების ძირითადი საშუალებების განკარგვის საკითხის განხილვა. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2018 წლის 20 აპრილი. აქციონერებს კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლების გარკვევა შეუძლიათ სააქციო საზოგადოების დირექციაში პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენის შემთხვევაში, კრებამდე 10 დღის განმავლობაში.
გენ. დირექტორი: ნ. ლომიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები