დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შპს „თრეიდ ჰოლდინგის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 47 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 17/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი |
|
შპს „თრეიდ ჰოლდინგის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 37-ე პუნქტის, მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 09 მარტის №34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. გაიცეს შპს „თრეიდ ჰოლდინგზე“ (ს/ნ: 416331507) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. 2. შპს „თრეიდ ჰოლდინგზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე. 3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. 4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
კ. გვენეტაძე
|
დოკუმენტის კომენტარები