დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის მერისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016300 |
91
25/04/2018
ვებგვერდი, 27/04/2018
010250020.35.130.016300
„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის მერისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ”
საჩხერის მუნიციპალიტეტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის მერისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 88-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის მერისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბერის №38 დადგენილება (სსმ ვებგვერდი 16/11/2015 წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016166.). |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის
წ ე ს ი
|
| მუხლი 1 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს. |
| მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
|
| მუხლი 3 |
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.sachkhere.gov.ge) ან სხვა ინფორმაციის საშუალებით 7 დღით ადრე მაინც. |
| მუხლი 4 |
საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა. |
| მუხლი 5 |
საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. |
| მუხლი 6 |
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
| მუხლი 7 |
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური. |
| მუხლი 8 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას. |
| მუხლი 9 |
საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. |
| მუხლი 10 |
მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.sachkhere.gov.ge), კანონით დადგენილ ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები