„საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016299
90
25/04/2018
ვებგვერდი, 27/04/2018
010250050.35.130.016299
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №90

2018 წლის 25 აპრილი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის №11 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 18/03/2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016186) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს;“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„4. საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს უყრის კენჭს,  ირჩევს  არაუმეტეს სამ კანდიდატს და დასამტკიცებლად  უგზავნის მუნიციპალიტეტის მერს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„5. მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს წარდგენილ კანდიდატებს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„2. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას  მოქალაქეს  გადასცემენ საპატიო მოქალაქის წოდებას.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.     

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი




დანართი №2

საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე

Honorary citizen of Sachkhere municipality

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს _______________________№  განკარგულებითა და

(თარიღი)

By order of  Sachkhere municipality council     ______________________ №         and

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის     ______________________ №  ბრძანებით

(თარიღი)

By order of the Mayor of Sachkhere municipality   _______________№

საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

The Title of The Honorary Citizen Was Awarded to

--------------------------          ------------------------------------------

                          (სახელი და გვარი)

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი  ____________      ___________________

(სახელი და გვარი)           (ხელმოწერა)

Mayor of Sachkhere municipality  _________________     ___________________

(first Name, last name)       (signature)

საჩხერის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე ______________    _________________

(სახელი და გვარი)   (ხელმოწერა)

Chairman of  Sachkhere municipality council ______________                __________________

                                       (first name, last name)  (signature) .