„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის მიღების შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის მიღების შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016297
88
25/04/2018
ვებგვერდი, 27/04/2018
010250020.35.130.016297
„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის მიღების შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №88

2018 წლის 25 აპრილი

ქ. საჩხერე

 

,,მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის მიღების შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის,  მემორიალური  დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის  მიღების  შესახებ” საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი  03/08/2015 წ; სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.130.016155)  შეტანილ იქნуს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, მაშინ საკითხი დადგენილი წესით განსახილველად ეგზავნება (გადაეცემა) აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლებიც ვალდებულნი არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების განთავსების პროექტის საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.  ასეთი დასკვნები, დადგენილი წესით გადაეცემა საკრებულოს კომისიას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, კომისიის შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული  დღის ვადაში.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის II თავის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით  ახორციელებს  საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის III თავის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის IV თავის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი