დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.110.016346 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №56 დადგენილებაში, (www.matsne.gov.ge, 15.12.2017 სარეგისტრაციო კოდი 190020020,35,110,016,319) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.2.1.“ ქვეპუნქტს შეეცვალოს სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.2.1. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი (კოდი 05 02 02 03).“. ა.ბ) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „4.2.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2. მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურება და ამბულატორიების მშენებლობა (კოდი 06 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების იმ სამედიცინო მომსახურების წილის თანადაფინანსებას პაციენტის დაუფინანსებელ წილში: ა) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 100.000 ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 100 (ასი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, ხოლო 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა; ბ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 101000-დან 200000 ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: ბ.ა) 200 (ორასი) ლარიდან ღირებულების – 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა; გ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსხურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 200 000-ზე ზევით, ან არ არიან რეგისტრირებულები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: გ.ა) 250 ლარიდან 1000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 50%-ით; გ.ბ. 1001 - ლარიდან 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 40%-ით; გ.გ. 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 30 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ათასორასი) ლარისა; დ) 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, 501 (ხუთასერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში-70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა. ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქ. აბაშაში სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ის ოფისის მშენებლობის სამუშაოები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები