,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.168.016256
22
18/04/2018
ვებგვერდი, 23/04/2018
200140030.35.168.016256
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2018 წლის 18 აპრილი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის  შესახებ“ სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 28  თებერვლის №18  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 09/03/2018, 200140030.35.168.016252)   შევიდეს  შემდეგი სახის  ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის  შესახებ“

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „,ე.გ“  ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-6 პუნქტის,  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 1.

დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  დანართის მიხედვით.“.

4. დანართი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG  – არის ქ. სიღნაღის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,28-ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი უდრის 1-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 104-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ სიღნაღისა  და  ქალაქ წნორის ტერიტორიაზე სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაშირ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი),

ნორმ. ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი

ნორმ. ფასი

1

ქ. სიღნაღი, ქ. წნორი

 

 

0,28

1

0,24

104

6.9888

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ  წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 50 პროცენტით.

4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დასახლებათა არეალში სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ  წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 25 პროცენტით.

5.დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) სახელმწიფო  და  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ  წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის  50 პროცენტით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება  მე-3 და   მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი