დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 02/14 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
მიღების თარიღი | 10/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი |
|
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
|
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტები შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. 2. დაევალოს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს, ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მათი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტების მონაცემების სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის წარდგენა 6 თვის ვადაში. 3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ასახვა. 4. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
|
დანართი
|
|
დოკუმენტის კომენტარები