დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 303 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.22.027.016803 |
|
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.22.027.016439) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო.“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა.) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება;“; ა.ბ.) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტიანი ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“; ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი: „16. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ამოცანებია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე და 337-341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; ბ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ე) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით; ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე; თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა; კ) კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ნ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები