დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.118.016248 |
|
,,ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/12/2017, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016218) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლი ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის შემოსავლები 5,550.4 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის გადასახადები 250.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5,145.4 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 155.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები 3,034.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4,697.3 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4,697.3 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განსაზღვრულია 11.0 ათ.ლარი:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2,170.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 2,170.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი II
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2018-2021 წლებისთვის,
პროგრამები/ ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა– შენახვა რეაბილიტაცია, ქალაქის დასუფთავება როგორც საყოფაცხოვრებო ასევე საამშენებლო ნარჩენებისაგან, ქ. ონში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია. მოხდება წილობრივი დაფინანსებით სოფ. ბარი-მრავალძლის გზის და სოფ. ღარის შიდა გზების ასფალტირება, ყოფილი ბაზრის ტერიტორიის და ქალაქის კეთილმოწყობა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. განხორციელდება ადგილობრივი გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთება და სოფ. ჯინჭვისში-გომში, გლოლაში, გადამში, ნიგავზებში, ლაჩთა-შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხდება წილობრივი დაფინანსებით სოფ. ბარი-მრავალძლის გზის და სოფ. ღარის შიდა გზების ასფალტირება, სოფ ბარში ხიდის რეაბილიტაცია და სოფ. ღარში მდინარეზე გადასასვლელი ბოგირის მოწყობა. განხორციელდება 2017 წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად სოფ. პატარა ღებში და ღები სვანეთის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივი გზების თოვლისაგან და მეწყერისაგან წმენდის სამუშაოები, სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 1.2 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად, ისე სოფლად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ტექნიკური მომსახურება და ახალი წერტილების დამატება სოფ. ჯინჭვისში, ჭიორაში, ქვედში და ნაკიეთში, ქ.ონში ბულვარის, დ.აღმაშენებლის სკვერის, რიონის და ჭალულის ხიდების განათების სამუშაოები. 1.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. განხორციელდება მაწანწალა ძაღლების პრევენციული ღონისძიებები. 1.4 საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემის, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში მდ. რიონის მარცხენა სანაპიროს ყოფილი რესტორნის შენობიდან სადგურამდე, არტუანის უბანში და სოფ. პიპილეთის ქვედა უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია. ქ. ონში განხორციელდება სანიაღვრე არხების წმენდა და საბავშო ბაღის გარე კანალიზაციის ქსელის დასრულების სამუშაო. განხორციელდება 2017 წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად ქ. ონში, ვაჟა-ფშაველას ჩიხში და მინდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, სოფ. ღარში კანალიზაციის და სოფ. ღებში ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება, სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი გაბიონების და სანიაღვრე არხების მოწყობა. 1.5 წყლის სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში სევაში, ღებში, ქრისტესში, ხირხონისში, ქორთაში, კომანდელში, ნაკიეთში, ჟამიერეთში, ონჭევში, ბასილაშვილების უბანში და გადამში წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაო და მოხდება წყალმომარაგების ქსელის მომსახურება. განხორციედება 2017 წელს აღებული ვალდებულების შესაბამისად სოფ. უწერაში, ბარში, ხიდეშლებში, სევაში, ახალ ჩორდში და შარდომეთში წყლის სისტრემის რეაბილიტაცია. 1.6 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. მოხდება დაფინანსება საინჟინრო, სამშენებლო, საზედამხედველო, ტექნიკურ მომსახურებაზე. გამოცხადდება შესყიდვა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურებაზე, სოფ.პიპილეთში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სოფ.სორგითში მდებარე წყაროს კეთილმოწყობის სამუშაოები და ქ.ონში გ.ჯაფარიძის სახელობის ბულვარის შემოღობვა-შეკეთების სამუშაოები. მოხდება წილობრივი დაფინანსებით ყოფილი ბაზრის ტერიტორიის და ქალაქის კეთილმოწყობა. განხორციელდება 2017 წელს აღებული ვალდებეულებების შესაბამისად ქ.ონში სპორტული კომპლექსის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. 1.7 ა(ა)იპ – გამწვანების სამსახური (პროგრამული კოდი 03 05) განხორციელდება მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გამწვანების ობიექტების მოწყობა-მოვლა-პატრონობა, ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმიური ფორმირებები, არსებული სკვერების, გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 130 ბავშვი და დაქვემდებარებაშია ალტერნატიული ჯგუფები სოფ. ღარში, გლოლაში და ჭიორაში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 3.1.1 ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ტარდება სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში და ტურისტური ლაშქრობა. დაკავებულია მუნიციპალიტეტის 85-მდე სპორტსმენი ფეხბურთის და კალათბურთის წრეებზე, რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 3.1.2 ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური საჭიდაო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ტარდება რესპუბლიკური და სამხარეო ტურნირები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში, დაკავებულია მუნიციპალიტეტის 30-მდე სპორტსმენი ჭიდაობის სფეროში, რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 3.2. კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 3.2.1 ონის სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. ქ.ონში ფუნქციონირებს ააიპ სახელოვნებო სკოლა სადაც გაერთიანებულია მუსიკალური და სამხატვრო სკოლა. მუსიკალური სკოლაში სწავლობს 26-მდე მოსწავლე.სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ისე მშობელთა შემონატანით ერთი ბავშვის გადასახადი წლიურად განისაზღვრება 80 ლარით. სამხატვრო სკოლაში დაკავებულია 48-მდე მოსწავლე, ფუნქციონირებს ხატვის, ფერწერის, ძერწვის, თექის, ბატიკის, კერამიკის და ხის მხატვრული დამუშავების წრეები. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე შემონატანებით, თითოეულ ბავშვზე გადასახადი შეადგენს 8 ლარს, გადასახადისაგან განთავისუფლებული არიან წარჩინებული მოსწავლეები. წლის განმავლობაში მიმდინარეობს სააღდგომო, გასვლითი სხვა რეგიონებში, საშემოდგომო, საახალწლო და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები. აღსაზრდელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. 3.2.2 კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც დაკავებულია ამ დროისათვის 100 ბავშვი. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის წრე, ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი წრე, საესტრადო სიმღერის წრე, დრამატურგიის წრე, ფოლკლორული ანსაბლი „რაჭა“ და „ბუბა“. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით. შემოსავალი სხვადასხვა წრეებზე სხვადასხვა თანხით საშუალოდ ერთ ბავშვზე 10 ლარით განისაზღვრება. 3.2.3 მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ონის სამხარეო მუზეუმის დაფინანსება, სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები და დაცულია ეთნოგრაფიული მასალები. 3.2.4 ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში, 2018 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. ბიბლიოთეკის გაერთიანებაში გადის 1 მთავარი და 17 სასოფლო ფილიალი. 3.2.5 ტურისტული ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, წინადადებების შემუშავება ტურიზმის პოტენციალის გაზრდის მიზნით. ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვება, სხვადასხვა ორგანიზაციიდან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისის პროექტების მომზადება. 3.3 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა მურმან ლებანიძისადმი და ზურაბ ქაფიანიძისადმი მიძღვნილი საღამო, ონელობის და საახალწლო ღონისძიება, მოწვეული იქნებიან ფოლკლორული კოლექტივები, ონიდან დედაქალაქში წასული და იქ მოღვაწე ხელოვანები, დასასრულს გაიმართება დასკვნითი კონცერტი. ჩატარდება კომპოზიტორ ვ.დურგლიშვილის კონცერტი-ღონისძიება. 3.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში, სოფ. შქმერში წმინდა ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაო. 3.5 ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, სადაც სხვადასხვა წრეებზე დაკავებულია 120 ბავშვი, რომელთა შემონატანი საშუალოდ ერთ ბავშვზე შეადგენს 10 ლარს. მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი ფინანსება როგორც ბიუჯეტიდან ასევე თავისი შემონატანებით. ფუნქციონირებს ფოლკლორის, დრამატურგის, ანა-ბანის, ფანდურის, ინგლისურის, ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერის შემსწავლელი, ჭადრაკის და მხარეთმცოდნეობის წრეები. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
4.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.3 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით – ობოლ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ ოჯახების ბინის ქირით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.4 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.5 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამულიკოდი06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.6 9 და 26 მაისის , 8 მარტს, 17 ოქტომბერს და საახაწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.7 სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა, დაინვალ. ოჯახების ერთჯერადი სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.8 ასწელს გადაცილებულთა სოციალური დაცვა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.9 ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5. მმართველობა და თავდაცვა (პროგრამული კოდი 01 00, 02 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. 5.1 მმართველობა (პროგრამული კოდი 01 00) პროგრამის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და კვალიფიციური მუშაობა. მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს, ასოცირებული საწერვო გადასახადს. 5.2 თავდაცვა (პროგრამული კოდი 02 00) პროგრამის მიზანია კანონით განსაზღვრული დელიგირებული ფუნქციების უზრუნველყოფა. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. |
თავი III
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 15 |
ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 16 |
ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 17 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შეიქმნილი სარეზერვო ფონდი 60.0 ათ. ლარი გაიხარჯება მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 18 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 19 |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 103.0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. |
მუხლი 20 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები