„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.017506
47/ნ
24/04/2018
ვებგვერდი, 24/04/2018
430190000.22.022.017506
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №47/ნ

2018 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში ცენტრი), გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. .

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1 და ,,2“ ქვეპუნქტები:

„ზ1) სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას გამოცდებზე რეგისტრირებული იმ პირების თაობაზე, რომელთაც რეგისტრაციისას მიუთითეს, რომ საჭიროებენ სპეციალურ პირობებს/ესაჭიროებათ გარემოს ადაპტაცია;

2)  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას გამოცდებზე რეგისტრირებული იმ პირების თაობაზე, რომელთაც  რეგისტრაციისას მითითებული აქვთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი