დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 49/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017508 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) და ბრძანების:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ვ1“ და „ო“ ქვეპუნქტების, 464 მუხლის მე-3 პუნქტის, 472 მუხლის მე-4 პუნქტის, 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“. 2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 1483 ლარს (მივლინების საჭიროების გარეშე), ხოლო 2103 ლარს (მივლინების საჭიროების შემთხვევაში).“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები