სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-652/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 12/04/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2018
სარეგისტრაციო კოდი
02-652/ო
12/04/2018
ვებგვერდი, 19/04/2018
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-652/ო

2018 წლის 12 აპრილი

სამედიცინო  საქმიანობის  ლიცენზიის  ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V,  მუხლი 22, პუნქტი 6,  პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა“  შესაბამისადб ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ საუნივერსიტეტო კლინიკაზე“  (მის.: ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა №9) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ –   №002089, ბრძანება №02-648/ო, 28.07.2011წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური  დირექტორის გ. ინგოროყვას განცხადება:  №34530,  11.04.2018 წ..

 

სააგენტოს უფროსი                                                                                    გია თვალავაძე