დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 185 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020500 |
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2.“. 2. მე-4 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;“. 3. მე-7 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მეთოდოლოგიის შემუშავება/განახლება და დანერგვა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული უწყებებისთვის მკაფიო და გაზომვადი რაოდენობრივი გეგმების არსებობის უზრუნველყოფა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლების უნარ-ჩვევების გაძლიერება ხარისხობრივი და რაოდენობრივი გეგმების მოსამზადებლად; დაგეგმვის, გეგმების ოპონირებისა და გეგმების ხარისხის გაუმჯობესების პროცესების ორგანიზება; გეგმების აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის მეთოდოლოგიის შემუშავება/დანერგვა; გეგმების ყოველკვარტალური და ყოველწლიური მონიტორინგი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება; სამინისტროსა და დაქვემდებარებული უწყებებისთვის ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; სამინისტროსა და დაქვემდებარებულ უწყებებში საქმიანობისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის პროცესის მართვა; საქმისწარმოების ვადების კონტროლი, საჭირო მონაცემების დამუშავება და ანალიზი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება (ადამიანური, ტექნოლოგიური, ოპერაციული და მონიტორინგის სისტემის არარსებობით გამოწვეული ხარვეზების იდენტიფიცირება); ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და შესაძლებლობების სისტემურ გადაწყვეტაზე ზრუნვა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების კრიტიკული და პრიორიტეტული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების პრიორიტეტული სერვისების განვითარების უზრუნველყოფა; მომსახურებაზე (სერვის +) ორიენტირებული კულტურისა და მიდგომის დანერგვა თანამშრომლებში;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები