მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016399
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24/2018
16/04/2018
ვებგვერდი, 17/04/2018
010250010.15.008.016399
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/04/2018 - 05/05/2018)

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №24/2018

2018 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 18516 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განხორციელდეს ელექტრონული საშუალებებით.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ამ პროცედურების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
გადასატანი საარჩევნო ყუთის, ძირითადი საარჩევნო ყუთის და მისი აპარატის სახეს, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების და საარჩევნო ბიულეტენების ფორმას, ასევე ბიულეტენების ტექსტს და შევსების წესს, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმას და სახეს განკარგულებით ადგენს ცესკო.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
უნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესი და პირობები

მუხლი 1
საკონტროლო ფურცლის შევსების ნაცვლად, განხორციელდება შემდეგი პროცედურა:

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირველ ამომრჩეველთან ერთად ამოწმებს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით დალუქავს მათ. ძირითადი ყუთი ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მასზე დამონტაჟებული ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის (შემდგომში – აპარატი) მოხსნა.

2. დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატიდან ამობეჭდავს დასტურს იმისა, რომ იმ დროისთვის არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა აპარატის საშუალებით და ამონაბეჭდს გადასცემს კომისიის მდივანს შესანახად.

3. კომისიის მდივანს ლუქების ნომრები, პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დალუქვის ზუსტი დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.

4. პირველი ამომრჩეველი ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე ხელმოწერით ადასტურებს ცარიელი ყუთების დალუქვასა და ამონაწერში მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ მომენტისათვის ხმის მიცემის აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა.

მუხლი 2
1. სპეციალური კონვერტის ნაცვლად, გამოიყენება სპეციალური ჩარჩო-კონვერტი.

2. ამომრჩეველზე ბიულეტენთან ერთად სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გაცემას ახორციელებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი.

3. გამჭოლი ნუმერაციის არმქონე საარჩევნო ბიულეტენები ბლოკნოტებად შეკვრისა და თავფურცლის გარეშე შეიფუთება 50-50 ცალად, რომელიც დაითვლება და გადაეცემა ამომრჩეველთა რეგისტრატორებს, რაზეც დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

4. საარჩევნო ყუთისა და აპარატის ზედამხედველობას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან აუცილებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, კომისიის სხვა წევრი, ხოლო სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველობას განახორციელებს წილისყრით გამოვლენილი კომისიის წევრი.

მუხლი 3
1. საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს მას მხოლოდ რეგისტრატორის ბეჭდით ბიულეტენის წინა გვერდზე არსებულ სათანადო გრაფაში.

2. საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს და გააფერადებინებს მას ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ ოვალს.

3. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ, ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში, აკეთებს არჩევანს და საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში.

4. ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებული ბიულეტენის შევსების წესი უნდა გამოიკრას შესაბამის ადგილზე.

მუხლი 4
1. ბიულეტენის განთავსება ყუთში ხორციელდება ყუთზე დამონტაჟებული აპარატის მეშვეობით, რომელიც იმავდროულად ახორციელებს შედეგების დათვლას.

2. ამომრჩეველი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს ბიულეტენს აპარატში.

3. მას შემდეგ, რაც ბიულეტენი, აპარატის საშუალებით, აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი დებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს.

4. თუ აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, იგი ჩაითვლება გაფუჭებულ ბიულეტენად, ცალკე შეინახება და კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას.

მუხლი 5
1. ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში:

ა) კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ, რის თაობაზეც ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას;

ბ) მისი აღმოფხვრისთანავე, კენჭისყრა გრძელდება აპარატის საშუალებით, ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა აპარატით კენჭისყრის გაგრძელება:

ა) აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე დგება აქტი და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე;

ბ) აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების მიზნით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით, კომისიის თავმჯდომარე ჭრის ძირითადი საარჩევნო ყუთის სპეციალურ ჭრილს, რის შემდგომაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს ბიულეტენი მოათავსოს პირდაპირ საარჩევნო ყუთში.

3. აპარატის გამოყენების გარეშე ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, კომისიის თავმჯდომარე ამ წესისა და პირობების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურების დაცვით, სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს სათითაოდ ხსნის სამაგრს და ათავსებს ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთში, სპეციალური ჩარჩო კონვერტების გარეშე, იმგვარად, რომ შეუძლებელია გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით, ხორციელდება ხმის დათვლის პროცედურები.

მუხლი 6
1. გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას, ამომრჩეველი ბიულეტენს გადასატან საარჩევნო ყუთში ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტთან ერთად, რომელიც იკვრება სპეციალური სამაგრით.

2. საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში თუ ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული სპეციალური ჩარჩო-კონვერტები თავსდება მაგიდაზე, რის შემდეგაც:

ა) კომისიის თავმჯდომარე აპარატის საშუალებით ათავსებს ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთში;

ბ) თუ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში აღმოჩნდა დადგენილი ნიმუშის ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენები ბათილად ჩაითვლება, ცალკე გადაიდება, ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ ბათილი ბიულეტენების რაოდენობას დაემატება და მათთან ერთად შეიფუთება;

გ) თუ ბიულეტენი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გარეშე აღმოჩნდა გადასატან საარჩევნო ყუთში, ბიულეტენი დადგენილი წესით მოთავსდება აპარატში;

დ) თუ გადასატან საარჩევნო ყუთში სხვა უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი აღმოჩნდა, ცალკე დაიდება და ძირითად ყუთში აღმოჩენილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის რაოდენობებს დაემატება.

3. გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე, აპარატიდან ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ საინფორმაციო ფურცელს. აღნიშნული მონაცემების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო საინფორმაციო ფურცელი შეინახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

4. საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები დასტურდება მხოლოდ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმით და მას და მის დამოწმებულ ფოტოასლს გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა.

5. ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურების დასრულების შემდგომ ხორციელდება ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

6. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩე­ველ­თა რეგისტრატორის ბეჭდით;

ბ) საარჩევნო ბიულეტენში გაფერადებულია ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის გასწვრივ არსებული შესაბამისი ოვალი;

გ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

დ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის.

7. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის გასწვრივ არსებული გაფერადებული ოვალის გარდა, შემოხაზულია დამატებით სხვა რომელიმე საარჩევნო სუბიექტი ან/და გაკეთებულია სხვა რაიმე აღნიშვნა. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად მიიჩნევა მხოლოდ იმ კანდიდატის ხმა, რომლის გასწვრივ არის გაფერადებული ოვალი;

ბ) საარჩევნო ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის გასწვრივ არ არის გაფერადებული ოვალი, მაგრამ შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა.