დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016397 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2018 010250050.35.137.016375), კერძოდ:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო 1. ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ფაქტის ადგილზე გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები