„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016785
285
18/04/2018
ვებგვერდი, 18/04/2018
040030000.22.027.016785
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №285

2018 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016561) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. ადმინისტრაციულ სამსახურში, სხვა თანამშრომლებთან ერთად, შედის მთავარი იურისტი.

3. მთავარი  იურისტი უზრუნველყოფს:

ა) ცენტრის სამართლებრივ მომსახურებას;

ბ) ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და სასამართლო დავებზე ცენტრის წარმომადგენლობას;

გ) ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვას და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას;

დ) შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და ვიზირებას;

ე) ცენტრის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადებას და ხელმოწერის პროცესის ორგანიზებას;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ზ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა დოკუმენტაციის მომზადებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი