საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმების დანართი 1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმების დანართი 1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 200-48-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2018
ძალაში შესვლის თარიღი 21/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016529
200-48-1
16/02/2018
ვებგვერდი, 17/04/2018
480610000.03.030.016529
საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმების დანართი 1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმების დანართ 1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება (დადებულია ნოტების გაცვლის გზით)

ევროპოლის კორესპონდენცია

ჰააგა, 2017 წლის 19 დეკემბერი

ბატონ მიხეილ ჯანელიძეს

საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მეშვეობით

 

ძვირფასო მინისტრო,

ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტო (ევროპოლი) გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი და აქვს პატივი ახსენოს 2017 წლის 4 აპრილს თბილისში ხელმოწერილი საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება („შეთანხმება“).

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის რეგულაციის (EU) 2016/794 ძალაში შესვლასთან დაკავშირებით („ევროპოლის რეგულაცია“), ევროპოლი ქართულ მხარეს სთავაზობს შეთანხმების 25(2) მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად, წერილების გაცვლის გზით, შეთანხმების დანართ 1-ში ჩამოთვლილი დანაშაულების ყველა სფეროს განახლებას ევროპოლის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რომლის ასლიც თან ერთვის წინამდებარე წერილს.

თუ აღნიშნული წინადადება საქართველოსთვის მისაღებია, ევროპოლი სთავაზობს, რომ ეს წერილი თქვენს პასუხთან ერთად, წარმოადგენდეს ევროპოლსა და საქართველოს შორის შეთანხმების დანართ 1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებას. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის ევროპოლის მიერ თქვენი წერილობითი თანხმობის მიღების დღეს, როგორც ეს განსაზღვრულია შეთანხმების 25(2) მუხლით.

ევროპოლი სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა.

პატივისცემით,

რობ უეინრაითი

აღმასრულებელი დირექტორი

დანართი: 1 გვერდი.

დანართი 1

მე-3 (1) მუხლში მითითებული დანაშაულის ფორმების ჩამონათვალი

  • ტერორიზმი,
  • ორგანიზებული დანაშაული,
  • ნარკოტიკებით ვაჭრობა,
  • ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა,
  • ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაული,
  • მიგრანტების საზღვარზე უკანონო გადაყვანა,
  • ადამიანით ვაჭრობა,
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაული,
  • მკვლელობა და სხეულის მძიმე დაზიანება,
  • ადამიანის ორგანოებითა და ქსოვილით უკანონო ვაჭრობა,
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მძევლად ხელში ჩაგდება,
  • რასიზმი და ქსენოფობია,
  • ყაჩაღობა/ძარცვა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობა,
  • კულტურული ღირებულების მქონე ნივთებით, მათ შორის, სიძველეებითა და ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობა,
  • თაღლითობა,
  • ევროკავშირის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული,
  • ინსაიდერული საქმიანობა და ფინანსური ბაზრის მანიპულაცია,
  • რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა და გამოძალვა,
  • გაყალბება და პროდუქციაზე საავტორო უფლების დარღვევა,
  • ადმინისტრაციული დოკუმენტების გაყალბება და მათით ვაჭრობა,
  • ფულისა და ანგარიშსწორების საშუალებების გაყალბება,
  • კომპიუტერული დანაშაული,
  • კორუფცია,
  • იარაღით, საბრძოლო მასალებითა და ფეთქებადი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა,
  • გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა,
  • გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა,
  • გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მათ შორის გემებიდან ზღვის დაბინძურება,
  • ჰორმონალური და ზრდის წამახალისებელი სხვა ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა,
  • სექსუალური ძალადობა და სექსუალური ექსპლუატაცია, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის მასალები და სექსუალური მიზნებით ბავშვების დაყოლიება,
  • გენოციდი, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაული.

საქართველოს საპასუხო ნოტა

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოსადმი (ევროპოლი) და აქვს პატივი დაუდასტუროს მისი 2017 წლის 19 დეკემბრის კორესპონდენციის მიღება, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:

“ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტო (ევროპოლი) გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი და აქვს პატივი ახსენოს 2017 წლის 4 აპრილს, თბილისში ხელმოწერილი საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება („შეთანხმება“).

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის რეგულაციის (EU) 2016/794 ძალაში შესვლასთან დაკავშირებით („ევროპოლის რეგულაცია“), ევროპოლი ქართულ მხარეს სთავაზობს შეთანხმების 25(2) მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად, წერილების გაცვლის გზით, შეთანხმების დანართი 1-ში ჩამოთვლილი დანაშაულების ყველა სფეროს განახლებას ევროპოლის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რომლის ასლიც თან ერთვის წინამდებარე წერილს.

თუ აღნიშნული წინადადება საქართველოსთვის მისაღებია, ევროპოლი სთავაზობს, რომ ეს წერილი თქვენს პასუხთან ერთად, წარმოადგენდეს ევროპოლსა და საქართველოს შორის შეთანხმების დანართი 1–ში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებას. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის ევროპოლის მიერ თქვენი წერილობითი თანხმობის მიღების დღეს, როგორც ეს განსაზღვრულია შეთანხმების 25(2) მუხლით.

ევროპოლი სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს პატივი დაადასტუროს, რომ ზემოაღნიშნული პირობები და დებულებები საქართველოსათვის მისაღებია შემდეგის გათვალისწინებით:

  • ფინანსური ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ თანამშრომლობა დანაშაულის ამ ფორმასთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველო მიიღებს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მის შესახებ;
  • ჰორმონალური და ზრდის წამახალისებელი სხვა ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ თანამშრომლობა დანაშაულის ამ ფორმასთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველო მიიღებს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მის შესახებ;
  • შეთანხმებითა და მისი დანართი 1–ით გათვალისწინებული დანაშაულთა ფორმები უნდა შეფასდეს საქართველოს მიერ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

ამრიგად, ზემოაღნიშნული წერილი და წინამდებარე საპასუხო ნოტა წარმოადგენს საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმების დანართი 1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის წინამდებარე ნოტის მიღების დღიდან, როგორც ეს დადგენილია შეთანხმების 25(2) მუხლით.

სამინისტროს აქვს პატივი თხოვნით მიმართოს ევროპოლს, ქართულ მხარეს წერილობითი შეტყობინებით დაუდასტუროთ წინამდებარე ნოტის მიღება და აცნობოს საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმების დანართი 1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლოს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) თავისი ღრმა პატივისცემა.

თბილისი, 2018 წლის 16 მარტი

 

ევროპის კავშირის სამართალდაცვის სფეროში თანამშრომლობის სააგენტო (ევროპოლი)

ჰააგა