დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქკავშირმშენის" განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „საქკავშირმშენი“ |
| მიღების თარიღი | 13/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სს „საქკავშირმშენის” გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „საქკავშირმშენის” დირექცია და სამეთვალყურეო საბჭო აქციონერებს იწვევს საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 8 მაისს, 14:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი№140 (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის ქ №48), სს „საქკავშირმშენის” ადმინისტრაციის შენობა.
დღის წესრიგი:
1 . დირექციის ანგარიში საზოგადოების წლიური შედეგების შესახებ;
2. საწესდებო კაპიტალის ცვლილება;
3. წესდების ცვლილება.
საზოგადოების დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია არის დღის წესრიგში გათვალისწინებული საკითხების მხარდაჭერა. კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ სს „საქკავშირმშენის” იმ აქციონერებს, რომლებიც აქციათა რეესტრში რეგისტრირებული არიან 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით (საერთო კრების სააღრიცხვო დღე). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აქციათა რეესტრში რეგისტრაცია (კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება) შეამოწმონ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, სს „საქკავშირმშენის” აქციათა რეგისტრატორ კომპანიაში სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა.
სს „საქკავშირმშენის”
გენერალური დირექტორი თ. კუჭუხიძე
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეო. ნიკოლეიშვილი
13.04.2018წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები