„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016382
32
13/04/2018
ვებგვერდი, 20/04/2018
010250050.35.169.016382
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №32

2018 წლის 13 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №50 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,12.11.2015წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.169.016253) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერისა  და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი,   დანართი 1-ის შესაბამისად“.

3. დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა,  დანართი 3-ის შესაბამისად“.

4. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1 თან ერთვის).

5.დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 3-ში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი

დანართი №1

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა   და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა  და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.

2. წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოთ აღნიშნული  ორგანოების საქმიანობის შესახებ.

მუხლი 2. მუნიციპალიტეტის მერისა  და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1.  მუნიციპალიტეტის მერი  და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც,  არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

2.  საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის  სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური ურთიერთშეთანხმებით.

3.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი  გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშს  წარუდგენს შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს.

4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.

5. საკრებულოს   წევრის  ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

6. მუნიციპალიტეტის მერისა  და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას დგება საჯარო შეხვედრის ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.

7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუნიციპალიტეტის მერის  ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

8. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში. მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება მერიის ადმინისტრაციული სამსახურში.

9. საკრებულოს წევრის და მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს საკრებულო ცნობად იღებს  კენჭისყრის გარეშე  უახლოეს საკრებულოს სხდომაზე.

მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.

2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.

3. მუნიციპალიტეტის მერი  და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

მუხლი 4. ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება
1. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე სამი დღით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფენ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე – www.dedoplistskaro.gov.ge და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით  ორგანოში.

2. მუნიციპალიტეტის მერისა  და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალტეტის ვებგვერდზე – www.dedoplistskaro.gov.ge ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დანართი №2

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერის  მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა

მუნიციპალიტეტის მერი -------------------------------------------------------------------------------

 საანგარიშო პერიოდი  20 ___   წლის    ____  დან    20 ___ წლის   _________მდე.

ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) -----------------------------------------------------------------------

I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:

1. მუნიციპალიტეტის მერმა  მერიის  ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. მუნიციპალიტეტის მერმა  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. მუნიციპალიტეტის მერმა  საფინანოს-საბიუჯეტო  საქმიანობის სფეროში 

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. მუნიციპალიტეტის    მერმა  მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის

სფეროში   ---------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. მუნიციპალიტეტის მერმა   აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი  საქმიანობა

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. მუნიციპალიტეტის მერის  მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში   მერის  მიერ ინიციირებული საკითხები

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა       -------- დადგენილება,      ------ განკარგულება

8. მუნიციპალიტეტის მერის  მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა -----------------------------------------

9. მუნიციპალიტეტის მერის    მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების რაოდენობა    ----------------------------------------------------------------------

10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ---------- --- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა

11. მოქალაქეთა პრობლემებზე მერის  მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად

გადაწყვეტილი საკითხები)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

II. მუნიციპალიტეტის მერის  მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შევსების თარიღი ---------------------------

წარდგენის თარიღი ------------------------

ხელმოწერა               -------------------------