დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 50/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017509 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“:
1. მე-2 მუხლის: ა) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) გარანტორი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობას და მის გასაჯაროებას სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით;“; ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) საიდენტიფიკაციო ჭდე − გრიფმინიჭებული მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის” პროგრამის (შემდეგში – პროგრამა) ფარგლებში ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით;“. 2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში სამინისტროს დაინტერესებისას, ითანამშრომლოს სააგენტოსთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების დაკვეთის შესასრულებლად, ხოლო დაკვეთის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − ამ სახელმძღვანელოზე შესაბამისი უფლება ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით მიზნობრივად გადასცეს სააგენტოს ან სააგენტოს მიერ შერჩეულ მესამე პირს;“. 3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამინისტროს დავალებით ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვას, დებს შესაბამის ხელშეკრულებებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უფლებამოსილია საავტორო უფლების მფლობელისგან მიიღოს საბეჭდი ფაილი, შეამოწმოს იგი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა;“. 4. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია განახლებული საბეჭდი ფაილი გადასცეს სააგენტოს.“; 5. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გარანტორს გადასცეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობის კონფიდენციალობის დაცვით;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამინისტროს დაინტერესების შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში და ითანამშრომლოს მასთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუკი საავტორო უფლების მფლობელი ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყვის სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების ვალდებულების აღებაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული საავტორო უფლება მიზნობრივად, ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს სააგენტოს ან სააგენტოს მიერ შერჩეულ პირს. თარგმანთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულებით;“; გ) „ლ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი: „ლ2) სააგენტოს გადასცეს საბეჭდი ფაილი;“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები