„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2018
ძალაში შესვლის თარიღი 04/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016786
286
18/04/2018
ვებგვერდი, 18/04/2018
040030000.22.027.016786
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №286

2018 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების:

 1. მე-2 მუხლის:

ა)  მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, გორის, გურჯაანის, დმანისის, ვანის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მესტიის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, ონის,  სენაკის, ფოთის, ქარელის, ქობულეთის,  ყაზბეგის, ყვარლის, წალენჯიხის, ჩოხატაურის,   ჩხოროწყუსა და  ხაშურის  და  სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

8. აბაშის, ადიგენის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, ბოლნისის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, მარტვილის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სიღნაღის, ტყიბულის, ქედის, შუახევის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონის და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

 ბ) 91 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 2.  მე-6 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „დ“–„ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მცხეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - მცხეთის მუნიციპალიტეტი;

ე) გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - გორის მუნიციპალიტეტი;

ვ) ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ახალციხის  მუნიციპალიტეტი;

ზ) თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - თელავის მუნიციპალიტეტი;

თ) ამბროლაურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ამბროლაურის  მუნიციპალიტეტი;

ი) ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ოზურგეთისა და ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტები;

კ) ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

​1) თეთრიწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;

ლ) მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ხონის, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის, ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის, ხაშურის, ქარელის, კასპის, ახალგორის, ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, დმანისის, ნინოწმინდის, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიღების უფლებამოსილების განხორციელებისას ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლების სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და მცხეთის მუნიციპალიტეტი. ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ასევე ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ქორწინების რეგისტრაციის მოწმობას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამის  სამსახურში.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ოზურგეთის  მუნიციპალიტეტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 4 მაისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი