დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17-57 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.101.016505 |
|
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-97 დადგენილებით (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 05/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.101.016112) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს: ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2-ს: ა.ა) ერთჯერადი შემოწმება – 300 ლარი; ა.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 700 ლარი; ა.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 1500 ლარი; ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2 - მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ–მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისთვის: ბ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 2000 ლარი; ბ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 3000 ლარი; ბ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 6000 ლარი; გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2 -ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა: გ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 4500 ლარი; გ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 6000 ლარი; გ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 8000 ლარი; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ან/და შენობა-ნაგებობებისთვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2 -ს: დ.ა) ერთჯერადი შემოწმება – 7000 ლარი; დ.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში – 9000 ლარი; დ.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში – 12000 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები