დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016549 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებით (სსმ III, 17.03.2010 წ., მუხ.431) დამტკიცებული დებულების დანართ №1-ში („ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ამ დებულებისა და მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით (შემდგომში – დებულება). 3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობის და დებულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით.“ . 2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 11 დეკემბრამდე ნებისმიერ პერიოდში გააჩნდათ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოქმედი აკრედიტაცია (გარდა არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მოპოვების ან/და მე-3, მე-6 მუხლების შესაბამისად შერჩევის პროცესში მონაწილეობის შემთხვევისა). აღნიშნულ პირებზე გავრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტებით, შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებისთვის დადგენილი მოთხოვნები.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. დაინტერესებული პირების მიერ შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობები 1. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირების მიერ აკრედიტაციის მისაღებად, ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში, დაინტერესებული პირები სამინისტროს წარუდგენენ განაცხადს, რომელსაც უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, თითოეული ტესტირების ხაზისთვის 100,000 ლარის ოდენობით; ბ) წინადადება, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი ოდენობით; გ) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოცემული მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.”. 2. შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება იწყება და მთავრდება ამ მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად გამოცემული ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება სამინისტროში რეგისტრაციის თარიღით. 3. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე, თუ არ აკმაყოფილებს ან დარღვეულია დებულებით დადგენილი მოთხოვნები. 4. საქართველოს შესაბამისი რეგიონების მიხედვით ასამოქმედებელი ინსპექტირების ცენტრების ტესტირების ხაზების რაოდენობა, სახეობები, გეოგრაფიული განაწილება, შერჩევის პროცესის გამოცხადება და სხვა საკითხების განისაზღვრა ხორციელდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე, არაუგვიანეს 2018 წლის 12 აპრილისა.“ . 4. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: ,,7. პირებს, რომლებთანაც სამინისტრო, როგორც არსებულ ცენტრებთან არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, სამინისტროს მხრიდან უბრუნდებათ (უარის თქმით) მათ მიერ წარმოდგენილი გარანტიები.“ . 5. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალზე ორი ან მეტი განაცხადით, შემოთავაზებული იქნა თანაბარი ყველაზე მაღალი საფასური, კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ამ განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის კრიტერიუმის ნაწილში.”. 6. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესარჩევი პროცესის პირობებიდან გამომდინარე გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის ვალდებულებები ინსპექტირების ცენტრის შექმნა-მოწყობასთან დაკავშირებით (ან/და არსებულის გაფართოების შესახებ), ხოლო დაინტერესებული პირ(ებ)ის შემთხვევაში ასევე ამ დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი სხვა ვალდებულებები.“. 7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტრო არ არის ვალდებული აუნაზღაუროს: ა) ამ მოწვევით განსაზღვრულ პროცესში მონაწილე ან სხვა პირს ამ მოწვევით განსაზღვრულ პროცესთან დაკავშირებით ამ მოწვევის ამოქმედებამდე ან მას შემდეგ გაწეული რაიმე სახის ხარჯი. ბ) შერჩევის პროცესში გამარჯვებულ პირს ან სხვა პირს შერჩევის პროცესში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების შემდგომ გაწეული რაიმე სახის ხარჯი.“. |
| მუხლი 2 |
|
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 5 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები