დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1494 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 19/06/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ
ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებს. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ძველი თბილისის ისტორიული უბნები. ცხადი გახდა დედაქალაქის საცხოვრებელი ფონდისა და კულტურის ძეგლების სეისმომედეგობის გაძლიერების, ავარიული შენობების გამოვლენა-შესწავლის, მათი სარემონტო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა, რაც წარმოუდგენელია შესაბამისი ფინანსური და ეკონომიკური უზრუნველყოფის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტში გაითვალისწინოს ქალაქ თბილისის ბიუჯეტში საერთოსახელმწიფოებრივი (მოგების, აქციზის, დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო) გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების სათანადო საპროცენტო განაკვეთი ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი ფონდის, ავარიული შენობა-ნაგებობებისა და ძველი თბილისის ისტორიული ძეგლების აღდგენისა და რეაბილიტაციის მიზნობრივი პროექტების დასაფინანსებლად, აგრეთვე უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადება „საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
2. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 7 ივნისი.
№1494–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები