დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016383 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/10/14, 010250050.35.167.016171).
|
| მუხლი 2 |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესი“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მერიის მიზანია: ა) აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიცური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სერტიფიკატს ენიჭება ოთხციფრიანი ნომერი 0001 დან 9999-მდე, საკრებულოს შემთხვევაში ნომერს ემატება ინდექსი -ს, ხოლო მერიის შემთხვევაში – ინდექსი - მ.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები